Get 10% extra OFF on Porto Summer Sale - Use PORTOSUMMER coupon - Shop Now!

კომპანიის სიახლეები

ზაფხული საუკეთესო პერიოდია მოტოციკლეტით მოგზაურობისთვის.

თუ მოტოციკლეტით მოგზაურობას აპირებთ, ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. ტრანსპორტს, რომლითაც აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გაატარეთ ტექნიკური დათვალიერება – დარწმუნდით რომ ყველაფერი წესრიგშია. შეამოწმეთ სჭირდება თუ არა ზეთის შეცვლა თქვენს ტრანსპორტს. ეცადეთ, რაც შეიძლება ცოტა და მსუბუქი ნივთები წაიღოთ მოგზაურობაში. კარგი იქნება, თუ თან იქონიებთ ბენზინის დამატებით ავზს და სპეციალურ ქაფს საბურავის დასაბერად. გრძელი მოგზაურობისას ყველაზე დიდი პრობლემა, საბურავის მდგომარეობაა. ამიტომ, გირჩევთ,სათადარიგო უკანა საბურავი თან წაიღოთ, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ უკანა საბურავზე მოდის და ის უფრო მეტად ცვდება. აპო მოტორსი ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

Read more...