ცივი ამინდები ზამთრის მოსვლას არ დაელოდნენ და ჩვენც გადავწყვიტეთ ფედერალის ზამთრის საბურავები შემოგთავაზოთ!
გვინდა გამოვყოთ ოთხი ძირითადი თვისება, რომლითაც გამოირჩევა ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებისგან და რომელთა გამოც სასურველია მოხდეს საბურავების სეზონური ცვლა:
ძლიერი მოჭიდება – დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი ვერ ახერხებს გახურებას მოჭიდებისთვის საკმარის კონდიციამდე, რის გამოც კარგავს თავის თვისებებს და ამის შემდეგ საბურავი ხდება ხისტი, შესაბამისად მოცურების საშიშროებაც იზრდება. მაღალ ხარისხიანი ზამთრის საბურავები კი შექმნილია სპეციალურად დამუშავებული მასალისგან, შედეგად კი ამგვარი რისკი მინიმალურია.
ტემპერატურის გამძლეობა – ზამთრის საბურავების დაყენება რეკომენდებულია 7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, რადგან ზაფხულის საბურავები დაბალ ტემპერატურაზე ხისტდება და საკუთარ დადებით თვისებებს კარგავს. ზამთრის საბურავები ამ საფრთხისგან სრულად დაცულია.
მაქსიმალური დაცულობა – ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წელიწადის ამ პერიოდში ექვსჯერ იზრდება, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის არასეზონური საბურავების გამოყენებას. ზამთრის პირობების შესაბამისი საბურავები ზრდის ავტომობილის მოძრაობისა და მართვის ხარისხს და მნიშვნელოვნად ამცირებს სამუხრუჭე მანძილს.
მაღალტექნოლოგიური ზედაპირი – ფედერალის ზამთრის საბურავები შექმნილია უახლესი ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს შემადგენლობისა და ზედაპირის მოხაზულობის იდეალურ შერწყმას. V ფორმის ჭრილები ერთდროულად განაპირობებს მოჭიდების ხარისხის შენარჩუნებასა და მანქანის მარტივად დამორჩილებას.
აპო მოტორსი ფედერალის უმაღლესი ხარისხის ზამთრის საბურავებს გთავაზობთ, თქვენი საბურავების სეზონური ცვლისთვის!
აპო მოტორსი – თქვენი ავტომობილი იმსახურებს საუკეთესოს!
Leave a Reply